ვებინარი “Georgia’s Research Landscape: Trends, Strengths & Opportunities”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გიწვევთ კლარივეიტის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე “Georgia’s Research Landscape: Trends, Strengths & Opportunities” (“საქართველოს კვლევითი ლანდშაფტი: ტენდენციები, ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები”).
განსახილველი საკითხებია:
- საქართველოში არსებული კვლევითი ტენდენციების ანალიზი;
- სამეცნიერო პოტენციალისა და არსებული ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება;
- იმ დარგების გამოყოფა, რომლებიც მეტ ყურადღებას და განვითარებას საჭიროებს;
- სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების აღმოჩენა.
ანალიზი განხორციელდება როგორც ეროვნული, ისე ცალკეული კვლევითი ინსტიტუტის მაგალითზე, რაც უზრუნველყოფს კვლევითი ეკოსისტემის სრულყოფილ და ყოვლისმომცველ ხედვას.
შეხვედრის დროს გამოყენებული მონაცემები და ანალიზი ეყრდნობა Web of Science, InCites Benchmarking & Analytics და Web of Science Research Intelligence-იდან მიღებულ ინფორმაციას, რაც უზრუნველყოფს მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_CHqB4NXIR8qNksD7UX4nKQ
ვებინარი ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით.
შეხვედრის ენა: ინგლისური
შეხვედრის თარიღი: 24 ივნისი, 14:00 სთ (თბილისის დროით)
ვებინარი საინტერესო იქნება სტუდენტების, მკვლევრების, ბიბლიოთეკარებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მონაწილეები, რომლებიც დაესწრებიან მთლიანი ვებინარის 90%-ზე მეტს, მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ ელექტრონულ სერთიფიკატს (რეგისტრაციისას მითითებუბულ ელ.ფოსტაზე).




