ახალი სამეცნიერო რესურსები ბიბლიოთეკაში
გაცნობებთ, რომ ილიაუნის ელექტრონულ რესურსებს დაემატა ახალი სამეცნიერო ბაზები და ჟურნალები:
- ACM Digital Library
- The e-Duke Journals
- European Respiratory Journal
- MSP (Mathematical Sciences Publishers)
- OpenEdition Journals
- The Company of Biologists
ყველა მათგანზე წვდომა არის როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე უნივერსიტეტის მიღმა. მათი მოძიებაც შესაძლებელია სამეცნიერო ბაზების ჩამონათვალში.
ღია წვდომის რესურსების მომრავლებას პარალელურად, ასევე, შექმნილია დამატებითი სია მიმართულებების მიხედვით – ღია წვდომის საერთაშორისო სამეცნიერო რესურსი – სასარგებლო ბმულები. მასზე წვდომაც შესაძლებელია ბაზების ჩამონათვალის გვერდიდან.



