LexisNexis-ის ვებინარი: როგორ გამოვიყენოთ Nexis Uni კვლევითი საქმიანობისთვის
14 აპრილს LexisNexis-ი ჩაატარებს ვებინარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ასევე დაინტერესებული სტუდენტებისთვის. მათ, ვისაც სურს შეისწავლოს აღნიშნული მონაცემთა ბაზის გამოყენება, შემოუერთდით ტრენინგს. შეისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ Nexis Uni თქვენი კვლევისთვის ან გაუწიოთ დახმარება სხვებს.
ტრენინგის ენა: ინგლისური.
განსახილველი საკითხები:
- უცხო ქვეყნის კანონების კვლევა: როგორ ვიპოვოთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის კანონმდებლობა, სასამართლო გადაწყვეტილებები და იურიდიული ჟურნალები, ასევე საერთო სამართლის (პრეცედენტური) სისტემის ქვეყნების იურისდიქცია.
- პრაქტიკული რჩევები უცხოური კომპანიების და ფიზიკური პირების იურიდიული დოკუმენტაციის შესამოწმებლად LexisNexis-ის გამოყენებით.
- მედია ანალიტიკა: როგორ მივიღოთ სწრაფი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელი საინფორმაციო არქივის გამოყენებით (ეთერების ტრანსკრიპტები, გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო გამოშვებების მასალები და ვებგვერდები).
- ბაზრისა და კომპანიების კვლევა, OSINT (Open-Source Intelligence): რისი სწავლა შეგვიძლია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, მათ შორის ფაქტების გადამოწმება და სანდოობის შეფასება.
- აკადემიური ჟურნალები: Nexis Uni-ში ხელმისაწვდომი Springer Nature-ის ჟურნალების მიმოხილვა.
ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია:
- დრო: 14 აპრილი, 13:00 საათი/11:00 CEST
- ბმული: https://teams.microsoft.com/meet/22019309578340?p=friDsVqpk1mF5Y0vD7


