წიგნის შესყიდვა

I. შესყიდვის სახეები

ილიაუნის ბიბლიოთეკა კოორდინირებას უწევს საინფორმაციო რესურსის (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ელექტრონული ბაზები და სხვა) შესყიდვას სასწავლო და კვლევითი-სამეცნიერო მიზნებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მომართვის საფუძველზე.

შესყიდვა ხორციელდება სხვადასხვა ფორმისა და ფორმატის ფარგლებში: ინდივიდუალური, ჯგუფური, ფაკულტეტის მიერ, ინსტიტუტის მიერ – სამეცნიერო გრანტი (უცხოური დონორი ორგანიზაცია), სამეცნიერო გრანტი (ქართული დონორი ორგანიზაცია), ექსკლუზიური ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისი ხელშეკრულება და სხვა.

II. პასუხისმგებლობა შესყიდვაზე

ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საინფორმაციო რესურსის შესყიდვას ილიაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე და განთავსებას ფიზიკურ ან/და ვირტუალურ სივრცეში.

III. შესყიდვის პროცედურები და ვადები

წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, ბიბლიოთეკა დაამუშავებს მონაცემებს და საინფორმაციო რესურსს მოამზადებს შესაბამისი შესყიდვისთვის. სხვადასხვა ფორმატის შესყიდვისთვის მოქმედებს შესყიდვის განსხვავებული ვადები და პროცედურები;

IV. შესყიდული რესურსის ხელმისაწვდომობა

შესყიდული საინფორმაციო რესურსი აღირიცხება ბიბლიოთეკის ბალანსზე და ხელმისაწვდომია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებსა და დარბაზებში მათი თემატური/შინაარსობრივი და გამოყენებითი კუთვნილების მიხედვით. შესყიდული რესურსის გამოყენების უპირატესი უფლებით სარგებლობს შემკვეთი, თუმცა ილიაუნის ბიბლიოთეკის მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, საინფორმაციო რესურსი ხელმისაწვდომი ხდება გაწერილი პროცედურის მიხედვით შესაბამისი ვადის გათვალისწინებით.

V. აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის პასუხისმგებლობა

საინფორმაციო რესურსის შესყიდვის მსურველს შეუძლია:

  1. გააგზავნოს საინფორმაციო რესურსის შესყიდვის შესახებ წარდგინება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე ERP-ის გავლით და საქმის წარმოების Edoc-ის მეშვეობით;
  2. მიუთითოს შესასყიდი რესურსის მაქსიმალურად ყველა მოთხოვნილი მონაცემი;
  3. დაიცვას შეთანხმებული ვადები;

VI. ვადები

საინფორმაციო რესურსის შესაძენად მოქმედებს შესყიდვის სხვადასხვა ვადა:

  1. ინტერნეტმაღაზია – შეკვეთის განთავსება: 2 კვირა; მოწოდება დამოკიდებულია შიფინგის ხანგრძლივობასა და თანხაზე;
  2. ქართულენოვანი წიგნები: ხელშეკრულების მომზადება 2 კვირა; მოწოდება – 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
  3. ექსკლუზიური ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისი ხელშეკრულება: 3 კვირა;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ვადები შეიძლება შეიცვალოს – გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ:

  • ბიბლიოთეკას ერთბაშად შესყიდვის რამდენიმე პროექტზე უწევს მუშაობა;
  • ბიბლიოთეკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რთულდება ან ჭიანურდება პროცედურული საკითხები;
  • წარმოდგენილ სიაში აღმოჩნდა ისეთი შესასყიდი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მოწოდების განსაკუთრებულ ვადებს საჭიროებს;
  • მომწოდებელმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები;
  • ბიბლიოთეკისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი მიზეზის გამო;

VII. პროცედურები

პროცედურული საკითხები იცვლება ასევე შესყიდვის სხვადასხვა ფორმატის მიხედვით და წარდგინებისა და შევსებული ფორმის წარმოდგენის გარდა მოითხოვს შემდეგი მონაცემების მითითებას წარდგინებაში:

სამეცნიერო გრანტი:

  1. გრანტის მიმღები პირი/ორგანიზაცია (გრანტის ხელმძღვანელი)
  2. გრანტის გამცემი ორგანიზაცია
  3. გრანტის ნომერი
  4. გრანტის სახელწოდება
  5. გრანტის მოქმედების ვადა/ხანგრძლივობა
  6. გრანტისთვის გამოყოფილი თანხა შესაბამის ვალუტაში;
Facebook