ბიბლიოთეკა ყველა დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორისი სერვისით მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სხვა ბიბლიოთეკებიდან დროებით ისეთი კოლექციებით სარგებლობას, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება.მკითხველს შესაძლებლობა აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისით ისარგებლოს მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ ჩვენს ბიბლიოთეკაში მისთვის სასურველი ლიტერატურა არ არის ხელმისაწვდომი.
- ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობისთვის მკითხველი ავსებს წიგნის შეკვეთის ბარათს ბიბლიოთეკაში პირადად ან ელექტრონულად. გთხოვთ, წიგნის ავტორი და სათაური ჩაწეროთ იმ ენაზე, რომელზეც გსურთ მისი წაკითხვა. ქართულენოვანი ლიტერატურის ელ. შეკვეთისას კი, გამოიყენოთ ქართული უნიკოდი – Sylfaen.
- ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ გარკვეული კატეგორიის წიგნები გაიტანონ ბიბლიოთეკიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ნაწილით კი ისარგებლონ ადგილზე, სამკითხველო დარბაზში. დანარჩენ მკითხველს უფლება აქვს გამოწერილი ლიტერატურა გამოიყენონ მხოლოდ ადგილზე.
- მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ერთდროულად შეუკვეთოს არაუმეტეს 3 წიგნი.
- მკითხველი შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას და შესაბამის მასალას იღებს არაუმეტეს 4 სამუშაო დღის ვადაში.
- მკითხველისთვის გამოწერილი ლიტერატურა ინახება ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.მისამართზე: librarian@iliauni.edu.ge