თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა
2012 წლის, 24 აპრილს, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ გამართა პრეზენტაცია თემაზე: „თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა“.
პრეზენტაციაზე განხილულ საკითხთა შორის იყო ილიაუნის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები, სამეცნიერო ელექტრონული ბაზები; მომხმარებელთა სტატისტიკური მაჩვენებლები; ელექტრონული ბიბლიოთეკის შემადგენელი ტექსტური, ფოტო, ვიდეო და აუდიო საცავი. ასევე, შეთავაზებული იყო რამდენიმე ახალი მომსახურება: ელექტრონულ კატალოგში ძიების ერთი ფანჯრის პრინციპი და ღია ელექტრონული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრონული წამკითხველებით სარგებლობის სერვისი.
პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა რარიტეტული წიგნების გამოფენა, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ XVI-XIX საუკუნეების პერიოდში დაბეჭდილი სხვადასხვაენოვანი იშვიათი გამოცემებისა და უნიკალური ხელნაწერის დათვალიერების. ასევე, თითოეული წიგნის შესახებ მომზადებული ანოტაციების გაცნობის (იხ. ანოტაციები).