გერმანული – იდეების ენა
2010 წლის 14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება “გერმანული – იდეების ენა”
ღონისძიების ორგანიზება მოხდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (Deutscher Akademischer Austausch Dienst DAAD) მიერ.
ღონისძიების ფარგლებში გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთი გურჩიანმა და დოქტორანტმა ლევან ღამბაშიძემ ისაუბრეს გერმანიაში სწავლის, გერმანული ენისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიების პარალელურად გაიმართა იმ გერმანულენოვანი წიგნების გამოფენა, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ორგანიზაციებმა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD, გერმანული კვლევის საზოგადოება DFG, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში) და კერძო პირებმა (ვინფრიდ ბოედერი, გიგა ზედანია, გიგი თევზაძე, მიხეილ თუთბერიძე, მარინა ადამია, მზია გვენცაძე) გადასცეს.