პლაგიატი

რა არის პლაგიატი?

პლაგიატი არის სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის, ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან/და აუდიო-მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემის მითვისება, თარგმნა და გავრცელება ავტორის მიუთითების გარეშე;

პლაგიატის შემთხვევებია:

  • თვით-პლაგიატი არის საკუთარი ნაშრომის სხვა, ახალ ნაშრომში გამოყენება თავდაპირველი წყაროს მიუთითებლად;
  • ფალსიფიკაცია არის მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება, დამახინჯება აკადემიურ ნაშრომში.
  • სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის სხვადასხვა მეთოდით არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვება, მითვისება, გავრცელება ავტორის თანხმობით ან შეუთანხმებლად.
  • სხვათა სიტყვების ან იდეების გამოყენება წყაროს მითითების გარეშე
  • ციტირების ნიშნების არ გამოყენება, სადაც ამის აუცილებლობა არსებობს
  • ციტირებისას არასწორი ინფორმაციის მითითება

როგორ ავირიდოთ თავიდან პლაგიატი?

ავტორმა ცხადად უნდა წარმოადგინოს ნაშრომის რა ნაწილი არის მისი და რომელი ნაწილი არის აღებული სხვისი ნამუშევრებიდან. სხვა ავტორების ნამუშევრის გამოყენებისას ყოველთვის უნდა მიუთითეთ შესაბამის წყაროებზე, ისე რომ მკითხველისთვის შესაძლებელი გახდეს წყაროს მოძიება. სხვისი ტექსტის გამოყენებისას, უმჯობესია, გადაწეროთ ორიგინალი ტექსტი თქვენივე სიტყვებით. როდესაც სხვისი ნამუშევრიდან კონკრეტული ციტატა მოგყავთ ტექსტი უნდა გამოიყოს ბრჭყალები.

ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მიუთითოთ წყაროე, რადგან ყველა სამეცნიერო ნაშრომი უნდა ემყარებოდეს წინა შრომების შედეგებს. წყაროების მითითება შესაძლებლობას იძლევა, რომ ახალი ნაშრომი წარმოდეგენილი იქნეს უფრო ფართო კონტექსტში და გამოიკვეთოს მისი კავშირები სხვა კვლევებთან. წყაროს მითითება ასევე გამოიყენება მეთოდებისა და ცნებების განსზაღვრისთვის.

პლაგიატის უმრავლესი შემთხვევები შეიძლება თავიდან იქნეს არიდებული წყაროების მითითებით. უბრალოდ იმის აღიარება, რომ გარკვეული მასალა აღებული იქნა სხვა წყაროდან და აუდიტორიისათვის/მკითხველისთვის წყაროს მოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ხშირად საკმარისია, რომ პლაგიატს თავი ავარიდო.

Facebook