ევროპის კულტურის კვირეული
2014 წლის 26, 27 და 28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი – „ლიგამუსი“ მონაწილეობას იღებდა ევროპის კულტურის კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიტერატურის გამოფენაში.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული – 2014“ ჩატარდა ევროპული კულტურის წარმოჩენის მიზნით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში, 2014 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე.
ღონისძიების მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და
მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები, გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.