How to write world class paper
2015 წლის 16 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ბიბლიოთეკის ინიციატივითა და მსოფლიოში აღიარებული გამომცემლობის – “Elsevier” – ორგანიზებით გაიმარა ტრენინგი – How to write world class paper. ტრენინგს უძღვებოდა “Elsevier”-ის სამეცნიერო ჟურნალების გამომცემლობის ხელმძღვანელი, ევა ქითელ–პრეისი (Ms. Ewa Kittel-Prejs). ტრენინგი განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც გეგმავს სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებას. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- სამეცნიერო პუბლიკაციის არსი;
- სამეცნიერო ნაშრომის მომზადების ეტაპები;
- სამეცნიერო ჟურნალის/სტატიის გამოქვეყნების ციკლი;
- სამეცნიერო ენის გამოყენების აუცილებლობა.