დაჯავშნის სერვისი
2020 წლის 15 მარტიდან მუშაობას განაახლებს ილიაუნის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და კომპიუტერული რესურსცენტრები.
გასათვალისწინებელია, რომ სამკითხველო დარბაზით/კომპიუტერით სარგებლობისთვის, ასევე წიგნის გატანის/დაბრუნებისთვის აუცილებელია წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი სერვისი;
სერვისის დასაჯავშნად მიჰყევით ბმულს.
აქვე იხილეთ დაჯავშნის ინსტრუქცია.
აღნიშნულ სივრცეებში ყოფნის დროს სავალდებულოა პირბადის გამოყენება და ყველა იმ რეგულაციის დაცვა, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე.
— ილიასდარბაზი(მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5 E კორპუსი)
— სულხან-საბა ორბელიანის დარბაზი (მის.: ი. ჭავჭავაძის #32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 401)
— კომპიუტერული რესურსცენტრი A 207
— კომპიუტერული რესურსცენტრი E 201
სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 10:00-18:00 სთ.