საბიბლიოთეკო ერთეულების კატალოგირება: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება – ვორკშოპი
26 აპრილს ყოველწლიური საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გამართულმა ვორკშოპმა „საბიბლიოთეკო ერთეულების კატალოგირება: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ უმასპინძლა ილიაუნის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუმრებს შორის, რასაც ადასტურებს დაგეგმილზე მეტი თანამშრომლის მონაწილეობა, სამომავლოდ თანამშორმლობის გაგრძელებისა და აღნიშნული ბიბლიოთეკების კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილებების რეგულარული შეხვედრებისათვის მზაობა.
შეხვედრამ აჩვენა, რომ მიუხედავად სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობისა, ეს წამყვანი საუნივერიტეტო ბიბლიოთეკები აწყდებიან ისეთ მსგავს პრობლემებს, როგორიცაა ავტორიტეტული ბაზების სიმწირე ან წვდომის არქონა, მეტამონაცემების უნიფიცირებისა და ინტერფეისზე გამოჩენის სირთულე და სხვ.
გამოითქვა სურვილი, რომ შემდეგ შეხვედრას უმასპინძლოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მასში მონაწილოება მიიღონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმაც.