Elsevier-ის რეგიონული წარმომადგენლები ილიაუნის ბიბლიოთეკაში
2014 წლის გაზაფხულიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო რესურსის მომწოდებლის Elsevier – ის ელექტრონული რესურსები: ScienceDirect და Scopus. ამასთან დაკავშირებით Elsevier-ის რეგიონულმა წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან 2014 წლის 16 ოქტომბერს წიგნის სახლში “ლიგამუსი“.
Elsevier-ის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება სამეცნიერო ბაზები მკვლევარებს, პროფესორებსა და სტუდენტებს და რა მნიშვნელობა ენიჭება მათ აკადემიური პერსონალის კარიერულ განვითარებაში.
შეგახსენებთ, რომ ScienceDirect არის სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს 2000 დასახელების ჟურნალს, ჯამში ორ მილიონზე მეტი სტატიის სრულ ტექსტს.
Scopus – აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებსა და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე. მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს.