წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
2014 წლის 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართა თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა და დამთვალიერებელს სხვადასხვა მიმართულების უახლესი სამეცნიერო და კვლევითი ლიტერატურა შესთავაზა. წარმოდგენილი იყო შემდეგი მიმართულებები: მედია-მეცნიერებები, ფილოსოფია და ფსიქოლოგია, რელიგია, სოციალური მეცნიერებები, ლინგვისტიკა, საბუნებისმეტყველო, მათემატიკა, გამოყენებითი მეცნიერებები, ხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია.
გარდა ბეჭდური გამოცემებისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით ბიბლიოთეკამ საზოგადოებას გააცნო საკუთარი ელექტრონული რესურსები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ადგილზე ენახა და პრაქტიკაში გამოეცადა ელექტრონული ბაზების, კატალოგებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის მოხმარების ძირითადი ინსტრუმენტები, მოეძია მისთვის საინტერესო წიგნები და პერიოდული გამოცემები.