სტაჟირება – ბიბლიოთეკაში
ბიბლიოთეკაში ცხადდება სამთვიანი, არაანაზღაურებადი სტაჟირება ფონდების მართვისა და მომსახურების განყოფილებებში, მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
თუ გსურს, უფრო ახლოს გაეცნო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქმიანობას, ზოგადად, საბიბლიოთეკო სფეროს, ჩაერთო მის აქტიურ საქმიანობაში და გახდე მისი გუნდის წევრი – გაიარე სტაჟირება ჩვენთან.
საქმიანობის აღწერა:
- ბიბლიოთეკის ყოველდღიური საქმიანობის შესწავლა და მიმდინარე პროექტებში ჩართვა:
- წიგნის ელექტრონიზაციის პროექტი (ფონდების განყოფილებაში)
- ბიბლიოთეკარის საქმიანობა
- წიგნის რესტავრაციის მიმართულება
მოთხოვნები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოტივაციის მაღალი დონე
- ინფორმაციის დახარისხების უნარი
- ინტერნეტში ძიების უნარი
- კვლევის უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი
- ერთი უცხო ენის ცოდნა (ბაკალავრებისთვის მინიმუმ B1 დონეზე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის – B2 დონეზე)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint), Google სერვისები.
ძვირფასო სტუდენტებო, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge გამოაგზავნოთ:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- CV ფოტო სურათით
- სამოტივაციო წერილი (სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს)
- უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კონკურსის ჩატარების ფორმატი:
I ეტაპი – განაცხადების მიღება იწარმოებს 7 აპრილის ჩათვლით (შემოსული განაცხადების გადარჩევა პირველ ეტაპზე მოხდება CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე)
II ეტაპი – გასაუბრება (მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები, 2024 წლის 7 აპრილის ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ ერთ PDF ფაილად.
2. წერილის გრაფაში „subject” აუცილებლად მიუთითეთ „სტაჟირება – ბიბლიოთეკაში“
შენიშვნა: თუ ზემოთ ჩამოთვლილი ორი პირობიდან ერთი მაინც იქნება დარღვეული, კანდიდატი მოიხსნება კონკურსიდან !!!
დამატებითი ინფორმაცია:
ვითვალისწინებთ რა გარემოებას, რომ ლექციები სხვადასხვა დროს მიმდინარეობს, გრაფიკი იქნება მაქსიმალურად მორგებული სტუდენტზე, ბიბლიოთეკის სამუშაო საათების გათვალისწინებით. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვებიან ბიბლიოთეკის ყოველდღიურ საქმიანობაში, მისი დასრულების შემდეგ კი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე library@iliauni.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!