საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული 2021
საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული 2021: „ბიბლიოთეკა, ყველგან სადაც ხარ“ გაიმართა ვირტუალურად. კვირეული ტრადიციულად გაიხსნა 23 აპრილს, 12 საათზე წიგნის საერთაშორისო დღეს, ხოლო კვირეულის დახურვა გაიმართება 30 აპრილს, 10 საათზე, ბიბლიოთეკარის საერთაშორისო დღეს.
კვირეულში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც. 26 აპრილს, 12:00 საათზე თეო ყაველაშვილმა და გიგა ხოსიტაშვილმა წარადგინეს პრეზენტაცია “ბიბლიოთეკის დისტანციური მუშაობა და ონლაინ სწავლების ორგანიზება”. პრეზენტირებისას მოხდა გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ მუშაობდა ბიბლიოთეკა პანდემიის დროს და როგორი წარმატებით უმკლავდებოდა გამოწვევებს.
