როგორ მოვძებნოთ სასურველი რესურსები ერთი ფანჯრის პრინციპით?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით 2021 წლის 27 აპრილს,13:00 საათზე, დაგეგმილია ონლაინშეხვედრა „როგორ მოვძებნოთ სასურველი რესურსები ერთი ფანჯრის პრინციპით?“
შეხვედრის ძირითადი თემაა სამეცნიერო ბაზებში გაერთიანებული ძიების ინსტრუმენტის განხილვა. ბიბლიოთეკა მიმდინარე წელსაც გთავაზობთ სამეცნიერო ბაზებში ძიების განსხვავებულ შესაძლებლობას, კერძოდ, EBSCO Discovery Service უზრუნველყოფს ყველა იმ ელექტრონული რესურსის გაერთიანებას, რომლებზეც უნივერსიტეტს აქვს წვდომის უფლება.
შეხვედრა საინტერესო იქნება სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის.
დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3naCS2a
სამუშაო ენა: ინგლისური