სამუშაო შეხვედრა „როგორ ვისარგებლოთ ელსევიერის სამეცნიერო ბაზებით ScienceDirect და Scopus”
30 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობის (Elsevier) თანამშრომელთა მონაწილეობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა „როგორ ვისარგებლოთ ელსევიერის სამეცნიერო ბაზებით ScienceDirect და Scopus“.
შეხვედრაზე განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების (ScienceDirect; Scopus) ეფექტური გამოყენების საკითხი, ასევე პუბლიკაციის მომზადებისა და გამოქვეყნების დეტალები.
სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.
შეხვედრა წარიმართება მოცემული დღის წესრიგით:
- 12:00-12:15 – შესავალი
- 12:15-12.45 – ScienceDirect – იპოვე შენი გზა ჰიპოთეზიდან აღმოჩენამდე / ჰელენა პაჩუსკა.
- 12:45-13.00 – შესვენება
- 13:00-13.45 – ScienceDirect – სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციასთან მუშაობის პროფესიონალური ინსტრუმენტი. საერთო უნარები სამეცნიერო გამომცემლობასა და სტატიების სტრუქტურაში/მაქსიმ ფილატოვი.
- 13:45-14.30 – სემინარი Scopus-ის შესახებ – როგორ გავზარდოთ კვლევის ხილვადობა? კატარჟინა პატირაკი.
დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე – https://bit.ly/39IAFrP
დრო: 30 მაისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი, პირველი სართული (ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)
სამუშაო ენა: ინგლისური
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: librarian@iliauni.edu.ge