რარიტეტული წიგნების გამოფენა
2016 წლის 9 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტში დაცული რარიტეტების გამოფენა.
გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ XVI-XIX საუკუნეების პერიოდში დაბეჭდილი, მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების შესაბამისი იშვიათი და უნიკალური გამოცემების დათვალიერების. ასევე, თითოეული წიგნის შესახებ მომზადებული ანოტაციების გაცნობის (იხ. ანოტაციები).