ქართული ციფრული ბიბლიოთეკების გამოფენა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ 2012 წლის 28 აპრილს მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამართულ ქართული ციფრული ბიბლიოთეკების პირველ გაერთიანებულ გამოფენაში. ილიაუნის ბიბლიოთეკასთან ერთად საკუთარი პროდუქტი წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ელექტრონულმა პორტალებმა lib.ge და lit.ge და სხვა ორგანიზაციებმა.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ჩვენმა ელექტრონულმა ბიბლიოთეკამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც თავის მხრივ განაპირობა ჩვენთან დაცულმა და თავმოყრილმა ელექტრონული რესურსების მრავალფეროვნებამ და ხელმისაწვდომობამ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც აუდიო და ვიდეო, ასევე ციფრული ფოტო და ტექსტური მასალები.