Nature Publishing Group
2015 წლის 16 მარტიდან – 6 აპრილამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო საგამომცემლო კომპანიისNature Publishing Group-ის ელექტრონული ბაზა, სადაც ხელმისაწვდომია სამეცნიერო ჟურნალების, კვლევების, საკონფერენციო მასალების სრული ტექსტები.
Nature Publishing Group – გამოსცემს მსოფლიოში აღიარებულ ჟურნალებს (Nature; Nature Research Journals; Nature Reviews Journals; Scientific American), რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- მედიცინა
- მოლეკულური ბიოლოგია
- ფიზიკა
- იმუნოლოგია
- ნეირომეცნიერებები
- ქიმია
- გენეტიკა
- ნანოტექნოლოგია
- გეომეცნიერებები
ჟურნალების/სტატიების სრული ტექსტების სანახავად მიჰყევით ბმულს, ვებ-გვერდის საშუალებით სასურველი რესურსი შეგიძლიათ მოძებნოთ საძიებო სიტყვის, ჟურნალის დასახელების, სტატიის სათაურის ან მიმართულების მიხედვით.
Nature Publishing Group ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.
გამოიყენეთ Nature Publishing Group -ის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.