საინფორმაციო შეხვედრა: რატომ არის მნიშვნელოვანი SCOPUS-ის გამოყენება?
16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა გიწვევთ შეხვედრაზე – რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ბაზა Scopus-ის გამოყენება?!
Scopus-ი წარმოადგენს ელბაზას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალიდან, მთლიანობაში 50 მილიონზე მეტ ჩანაწერს. მომხმარებელს მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით საშუალება ეძლევა, დადგინოს, გააანალიზოს და ვიზუალურად წარმოადგინოს კონკრეტული ავტორის/სტატიის ციტირების მაჩვენებელი/ H-ინდექსი. აღნიშნული ბაზა გვეხმარება, მუდმივად ვაკონტროლოთ მსოფლიოში მიმდინარე კვლევების ტენდენცია მეცნიერების, ტექნოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში.
შეხვედრა საინტერესო იქნება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, პროფესორ-მასწავლებელებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.
შეხვედრას გაუძღვება ელსევიერის რეგიონული მენეჯერი ბ-ნი პიტერ პოროში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 16 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.