საზაფხულო განრიგი
ძვირფასო მკითხველებო,
საზაფხულო დასვენების პერიოდთან დაკავშირებით ბიბლიოთეკის დარბაზებისა და კომპიუტერული რესურსცენტრების სამუშაო განრიგში შედის შემდეგი ცვლილებები:
- სულხან–საბა ორბელიანის დარბაზი (მის.: ი. ჭავჭავაძის #32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 401)
- 29 ივლისი – 11 სექტემბერი: ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18 :00 საათი
- ლიტერატურის ოთახი (მის.: ი. ჭავჭავაძის #32, ლიგამუსის პირველი სართული)
- დაიკეტება 31 ივლისიდან – 4 სექტემბრამდე.
- დარბაზიდან გატანილი წიგნების დაბრუნება შესაძლებელი იქნება სულხან-საბა ორბელიანის დარბაზში.
- ილიას დარბაზი (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5, E კორპუსი, მეორე სართული)
- 29 ივლისი – 11 სექტემბერი: ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18 :00 საათი
- კომპიუტერული რესურსცენტრები (მის.: კომპიუტერული რესურსცენტრი I – მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, A 206; კომპიუტერული რესურსცენტრი II – მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5, E307)
- დაიკეტება 1 აგვისტოდან და მუშაობას განაახლებს სექტემბრიდან.
საუკეთესო სურვილებით,
ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია