სამეცნიერო ბაზა Taylor and Francis Online
2017 წლის 22 ივნისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე Taylor and Francis Online.
Taylor and Francis Online – წარმოადნეს სამეცნიერო ბაზას, რომელიც აერთიანებს 1700 დასახელების ჟურნალს როგორც სოციალური და ჰუმანიტარული, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით.
ილიაუნის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სრული ტექსტები 1997 წლიდან დღემდე.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომა შესაძლებელია ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან.