სიახლე – SEG Digital Library

ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 5 დეკემბრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის
ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო _ SEG Digital Library.
ელექტრონული ბაზა SEG Digital Library გეოფიზიკის მიმართულებით მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას 141 დასახელების ელექტრონულ წიგნსა და
ოთხ სამეცნიერო ჟურნალზე. გამოყენებით გეოფიზიკოსთა საზოგადოება (SEG) დაარსდა 1930 წელს და ხელს უწყობს ისეთი საინფორმაციო რესურსების
გავრცელებას, რომელიც მნიშვნელოვანია გეოფიზიკის მიმართულებით.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომისათვის მიჰყევით ბმულს,
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამეცნიერო ბაზა ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.
საუკეთესო სურვილებით,
ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია