ვაკანსია – ბიბლიოთეკარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
საქმიანობის აღწერა
- მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე, საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
- მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
- ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებაში მკითხველებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა;
- მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
- მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
- მკითხველითვის კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებაში;
- მკითხველისთვის საინტერესო საკითხზე ბიბლიოგრაფიული კვლევის ჩატარებაში დახმარების გაწევა;
- ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ ანოტაციის შედგენა;
- ცირკულაციის წესების შესაბამისად მოქმედება;
- ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოტივირებულობა
- ინფორმაციის დახარისხების უნარი
- ინტერნეტში ძიების უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, Google სერვისები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge
გამოაგზავნოთ:
- CV ფოტო სურათით.
- სამოტივაციო წერილი – სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს.
- უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ორი რეკომენდატორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კონკურსის ჩატარების ფორმატი:
I ეტაპი – განაცხადების მიღება იწარმოებს 3 მარტის ჩათვლით
II ეტაპი – 5 მარტი ტესტირება
III ეტაპი – 6 მარტი, გასაუბრება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები, 2020 წლის 3 მარტის ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ ერთ PDF ფაილად.
2. წერილის გრაფაში
„subject” აუცილებლად მიუთითეთ „ვაკანსია – ბიბლიოთეკარი“
შენიშვნა: თუ ზემოთ ჩამოთვლილი ორი პირობიდან ერთი მაინც იქნება დარღვეული, კანდიდატი მოიხსნება კონკურსიდან !!!
შემოსული განაცხადების გადარჩევა პირველ ეტაპზე მოხდება CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
სამუშაო დატვირთვა: – სრული განაკვეთი; არასრული განაკვეთი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე library@iliauni.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს.