ტრენინგი Mendeley-ს გამოყენების შესახებ
დაზოგეთ დრო სამეცნიერო ნაშრომის მომზადების და წერის პროცესში
თუ თქვენ მუშაობთ სამეცნიერო ნაშრომზე, ჩვენ გთავაზობთ აკადემიურ ინსტრუმენტს, რომელიც წყაროებზე მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ საინფორმაციო რესურსების მართვაში. კერძოდ, აღნიშნული პროგრამა თქვენთვის სასურველი აკადემიური სტილის მიხედვით ავტომატურად შეადგენს ბიბლიოგრაფიასა და ციტირებებს.
Mendeley არის ჩანაწერებისა და შენიშვნების მართვის აპლიკაცია. მისი გამოყენება შესაძლებელია Windows, macOS და Linux მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე.
შემოთავაზებული პროგრამა დაეხმარება როგორც ახალგაზრდა მკვლევარს, ისე გამოცდილ მეცნიერს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ ტრენინგებს შეთავაზებული პროგრამის გაცნობისა და მასში მუშაობის მიზნით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
გაიმარტივეთ წყაროებზე მუშაობისა და წერის პროცესი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით!