ტრენინგი – პროგრამის Mendeley გამოყენების შესახებ

ტრენინგის მიზანი: მონაწილეებმა დამოუკიდებლად შეძლონ ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის ელექტრონული პროგრმის Mendeley გამოყენება.

ტრენინგის მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, თანამშრომლები) და სხვა დაინტერესებული პირები.

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 სთ. 30 წთ.

რეგისტრაცია:
ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარ დარეგისტრირება, ამისათვის ტრენინგში მონაწილოების მსურველმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა, (რეგისტრაციის დროს შეგროვებული პირადი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ პირდაპირი მიზნებით (რეგისტარაცია და სტატისტიკა) და მფლობელებთან შეუთანხმებლად არ გადაეცემა მესამე პირებს).

ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ დაინიშნება ტრენინგის თარიღი და დარეგისტრირებულ მსურველებს გაეგზავნებათ ინფორმაცია ტრენინგის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.მისამართზე: librarian@iliauni.edu.ge

Library
Facebook