ტრენინგები ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის
2018 წლის 11-13 ივლისს ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგები ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ციტირების და ბიბლიოგრაფიის ავტომატურ რეჟიმში შედგენის ელექტრონული საშუალებები.
პროექტის შესახებ
ევროკავშირის მეირ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’(კოორდინატორი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.