შეხვედრა ოსლოს უნივერსიტეტის დოქტორ ბარდ ტუსესთან
17 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ და საერთაშორისო ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ოსლოს უნივერსიტეტის დოქტორი ბარდ ტუსე. ის თორმეტი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საერთაშორისო და საჯარო სამართლის დეპარტამენტის ბიბლიოთეკას, რა დროსაც აქტიურად მონაწილეობდა ბიბლიოთეკარების საერთაშორისო საზოგადოების საქმიანობაში, როგორც სამართლის ბიბლიოთეკარების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების ბიბლოთეკების წარმომადგენლება, როგორც თბილისის, ისე რეგიონალური მასშტაბით.
სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა: სამართლის მიმართულებით ბიბლიოთეკების საჭიროებების განსაზღვრა, კავშირების დამყარება, იდეების გაზიარება და მონაწილეთა პროფესიული განვითარების შემდგომი წახალისება, საერთაშორისო თანამშრომლობების შესაძლებლობების გაცნობა, საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებზე დასწრების შესაძლებობებისა და დაფინანსების მოპოვების გზების გაცნობა.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ბიბლიოთეკებში განსათავსებლად გადაეცათ ცნობილი ნორვეგიელი კრიმინოლოგის ნილს კრისტის წიგნები: “ტკივილის საზღვრები” და “დანაშაულის კონტროლი, როგორც ინდუსტრია”.