სამუშაო შეხვედრა Wiley-ის წარმომადგენელთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით 2019 წლის 28 მაისს, 16:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ბაზის-Wiley წარმომადგენელთან თემაზე: ,,Wiley Online Library for finding research papers to read and journals to publish your own work“.
Wiley Online Library – აერთიანებს რვა მილიონზე მეტ სამეცნიერო სტატიას 1600 დასახელების მაღალი იმპაქტფაქტორიანი სამეცნიერო ჟურნალიდან და მოიცავს მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებას.
შეხვედრის დრო: 28 მაისი 16:00-18:00 საათი.
შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E 207 აუდიტორია, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5.
სამუშაო ენა: ინგლისური