ProQuest Dissertations and Theses Global
ძვირფასო სამეცნიერო ბაზების მომხმარებლებო,
2017 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე ProQuest Dissertations and Theses Global.
ProQuest Dissertations and Theses Global წარმოადგენს მულტიდისციპლინურ სამეცნიერო ბაზას, რომელიც აერთიანებს 3000-მდე უნივერსიტეტში დაცული სადიპლომო ნაშრომების სრულ ტექსტებს და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე კომპლექსურ კოლექციას. ხელმისაწვდომია 1997 წლიდან დღემდე გამოცემული როგორც სადოქტორო, ასევე სამაგისტრო ნაშრომები, საერთო ჯამში ორ მილიონზე მეტი ერთეული.
ProQuest Dissertations and Theses Global საინტერესო იქნება როგორც დამწყები მკვლევრებისთვის, ვინც მუშაობას იწყებს სადისერტაციო ნაშრომზე, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის. სამეცნიერო ბაზა ერთი მხრივ, საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ თქვენს დარგში არსებული აქტუალური საკითხები, ხოლო მეორე მხრივ, დაგეხმარებათ დაადგინოთ სანდო სამეცნიერო წყაროები.
ძიების გამარტივებული ინსტრუმენტის გამოყენებით სასურველი რესურსი შესაძლებელია მოძებნოთ ტექსტის ენის, შესაბამისი უნივერსიტეტის ან გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომა შესაძლებელია ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხისა და წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.