განცხადება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და აღნიშნულის გათვალისწინებით, არდადეგების პერიოდში, ფუნქციონირებას წყვეტს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ და კომპიუტერული რესურსცენტრები.
მათ, ვინც გამოეხმაურა ჩვენს ვაკანსიას “ბიბლიოთეკარის” პოზიციაზე დასაქმების შესახებ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ვადები შეიცვალა.
მეორე ეტაპისთვის შერჩეული კანდიდატები, მოგვიანებით მიიღებთ თარიღების შესახებ ინფორმაციას ელ. ფოსტის მისამართზე.