EBSCO Day Georgia
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ კომპანია EBSCO-თან ერთად , საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ჩაატარა სემინარი, რომლის მიზანი იყო სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში გამოყენების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება.
სემინარის თემები:
სამეცნიერო ელექტრონული ბაზები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში, როგორც კვლევის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება;
EBSCOhost პლატფორმა – სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, 5 წელზე მეტია, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის EBSCO-ს რესურსებს. EBSCO-ს ბაზებში ინდექსირებული და რეფერირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალები: კადმოსი (Humanity Source) და Identity Studies (Political Science Complete).