დამატებითი ინფორმაცია:
წიგნი ეძღვნება საქართველოში ბოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ საკითხს – ბუნებრივი/ბუნებრივთან ახლოს მდგომი ტყეების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლას. მასში წარმოდგენილია ფიტოსოციოლოგიური და სატყეო კვლევების ანგარიშების საფუძველზე თავმოყრილი დიდძალი ფაქტობრივი მასალა, რომელიც ეხება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტყის ძირითად ფორმაციებს. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია იშვიათ, რელიქტურ ტყეებზე და ისეთ ეკოსისტემებზე (მაგალითად, ტყის ზედა საზღვრის ეკოტონზე), რომელთა მეტ-ნაკლები ტრანსფორმაცია მოსალოდნელია კლიმატის მიმდინარე გლობალური ცვლილების შედეგად.
წიგნი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის: ბოტანიკოსებისთვის, ეკოლოგებისთვის, მეტყევეებისთვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვა წარმომადგენლებისთვის, საქართველოს ბუნების მკვლევართათვის და მოყვარულთათვის, უნივერსიტეტების სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. საველე კვლევები ჩატარებულია და წიგნი გამოცემულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – ECO. Georgia”-ს ფარგლებში.

















