ჟ
დამატებითი ინფორმაცია:
რედაქტორი: არჩილ აბაშიძე, ნინო დოლიძე, ანა მიქაუტაძე
წინამდებარე კრებულში გაერთიანებულია რეალური ისტორიები, რომლის მოწმე და მონაწილე პროგრამის სტუდენტები გახდნენ საჯარო დაწესებულებებში მუშაობის, ან სტაჟირების დროს. ყველა უწყების და მოქმედი პირის ვინაობა დაფარული, ან შეცვლილია.
ყველა შემთხევევა მოხდა საჯარო ორგანიზაციებში, გარდა ერთისა: ეს შემთხვევაც ისეთ პრობლემას აღწერს, რომელიც საჯარო სექტორშიც ადვილად წარმოსადგენია. კრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების ფარგლებში შედგენილი ქეისების მესამე გამოცემაა. ის წაახალისებს დისკუსიებს სემინარზე ისეთი სალექციო კურსების ფარგლებში, როგორებიცაა – საჯარო ადმინისტრირება, ორგანიზაციული მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და სხვა (როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამების დონეზე). ქეისები საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა თეორიისა და ქცევის მოდელის რეალურ სამყაროში გადმოტანისას შექმნილი გამოწვევების შესასწავლად; რაც მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი შემთხვევები აღწერს ქართულ რეალობას, ქართული ორგანიზაციების ცხოვრების თავისებურებების გათვალისწინებით.