დამატებითი ინფორმაცია:
რობერტ ჰილბორნი. ქაოსი და არაწრფივი სისტემების დინამიკა: შესავალი კურსი მეცნიერებისა და ინჟინრებისთვის. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010, 767 გვ.
რობერტ ჰილბორნი, ფიზიკის მასწავლებელთა ამერიკული საზოგადოების პრეზიდენტი (1996 წ.), ამ გამოცემაში დაწვრილებით მიმოიხილავს არაწრფივი დინამიკის სისტემებს. არაწრფივი დინამიკის სწორი აღქმისათვის იგი თავდაპირველად მკითხველს განუმარტავს ქაოსის ფენომენოლოგიასა და მის უნივერსალურობას, დინამიკასა და გეომეტრიას უძრავ სივრცეში და ამგვარად, თანდათანობით გადაჰყავს იგი არაწრფივი დინამიკის სფეროში. წიგნში დაწვრილებით არის მიმოხილული დიფერენციალური განტოლებებისა და იტერაციული ასახვების მოდელები, ასევე, ფეიგენბაუმის რიცხვები. ეს გამოცემა წარმოადგენს ერთადერთ წიგნს, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებსა და განმარტებებს კვანტური ქაოსის ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხების შესახებ. თითოეული თავის ბოლოს მოცემულია დასკვნა, კომპიუტერული სავარჯიშოები და დამატებითი ლიტერატურა. გამოცემას ახლავს რამდენიმე დანართი. წიგნს ასრულებს ვრცელი ბიბლიოგრაფია. გამოცემა უხვად არის ილუსტრირებული სქემებითა და დიაგრამებით.