დამატებითი ინფორმაცია:
ნაშრომში კომპლექსურადაა შესწავლილი ირანისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობები. განხილულია ისტორიული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები; ისტორიის განსხვავებულად აღქმის პრობლემები; ირანის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები და ის თავისებურებები, რაც მჟღავნდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობებში; ირანის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებისადმი; ეკონომიკური ურთიერთობები; სატრანსპორტო დერეფნები; კასპიის ზღვისა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირების საკითხი; ირანის ‘რბილი ძალა’ სამხრეთ კავკასიაში და სხვ.
ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი #SP-2-21-088).
რედაქტორი: ნიკოლოზ ნახუცრიშვილი
დამკაბადონებელი: ქეთევან გოგავა
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი