დამატებითი ინფორმაცია:
გზამკვლევის ავტორი: თამარ სეხნიაშვილი, MA, BCBA
სამეცნიერო რედაქტორი: თინათინ ჭინჭარაული, PhD, BCBA
ილუსტრატორი: ლელა ფალელაშვილი
მოცემული გზამკვლევი დამხმარე სახელმძღვანელოა ქცევის გამოყენებითი ანალიზით მომუშავე სპეციალისტებისა და მოცემული სფეროთი დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.
გზამკვლევი შედგენილია ქცევის გამოყენებითი ანალიზის მთავარ სახელმძღვანელოდ აღიარებული კუპერის, ჰარონისა და ჰიუარდის „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“ (Cooper J. O., Heron, T. E., Heward, W. L. (2020). Applied
Behavior Analysis. 3rd edition) სახელმძღვანელოს მესამე რედაქტირებული გამოცემის მიხედვით. მასალის უკეთ გაგებისთვის თითოეული ცნებისა თუ პრინციპის განსაზღვრებას თან ახლავს შესაბამისი მაგალითები, ინფოგრაფიკები
და დანართის სახით ძირითადი ცნებების, პრინციპებისა თუ სტრატეგიების შესახებ ცოდნის თვით-შემოწმების ტესტები სწორი პასუხებით.