დამატებითი ინფორმაცია:
ცნობილია ტერმინ „უშიშროების“ გამოყენების ისტორიული ტრადიაცია – ქართული ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილია შინაარსობრივად მისი ხმარების კონტექსტი, მაგრამ, „ყოვლისმცოდნის“ იმიჯმორგებული მავანი გავლენიანი ადამიანების ვოლუნტარისტული თვითნებობის შედეგად, ამ ბოლო პერიოდში, ძირძველი ქართული სიტყვა „უშიშროება“ თვითნებურად გამოცხადდა არასასურველ ტერმინად, პრაქტიკულად ამოაგდეს იგი ხმარებიდან და სანაცვლოდ მასმედიაში დაამკვიდრეს შინაარსობრივად მისგან განსხვავებული ტერმინი „უსაფრთხოება“ ანუ დღეს უკვე ორი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად გამოიყენება ერთი ტერმინი. ეს ტენდენცია შეიძლება გასაგები ყოფილიყო ენათმეცნიერებს, ამ დარგის სპეციალისტებს, რომ წამოეწიათ საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, არასპეციალისტები და მედროვენი აქტიურობენ და საზოგადოებას ახვევენ თავიანთ სუბიექტურ აზრს, რითაც ირღვევა ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილი ენობრივი ნორმები და არსებული ისტორიული ტრადიცია.

















