დამატებითი ინფორმაცია:
რედაქტორი: ნათია ნაცვლიშვილი
რეცენზენტები: თამარ ტალიაშვილი, ეკატერინე შავერდაშვილი
მონოგრაფიაში წარმოდგენილია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული სამწლიანი კვლევის შედეგები, რაც უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობრივი განათლების მდგომარეობის შესწავლას, პრობლემების ანალიზსა და განვითარების პერსპექტივების გამოკვეთას. კვლევის კომპლექსურობა განსაზღვრავს მის პრაქტიკულ მნიშვნელობას განათლების და, ზოგადად, სოციალური მეცნიერებების მკვლევართათვის, მოქალაქეობრივი განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.
მონოგრაფია შედგება ცამეტი თავისგან, რომლებშიც განხილულია მოქალაქეობრივი განათლების საკანონმდებლო საფუძვლები, ეროვნული და უცხოური კურიკულუმები, აქტუალური სამეცნიერო კვლევები, მოქალაქეობრივი განათლების წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა, სასკოლო სახელმძღვანელოები. მონოგრაფიის ძირითადი ნაწილი ეძღვნება სასკოლო საზოგადოების წევრთა მოქალაქეობრივი კომპეტენციების შესწავლას, კომპეტენციების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზს და კომპეტენციების გავლენას სკოლის კულტურის განვითარებაზე.