დამატებითი ინფორმაცია:
ავტორები: ნინო ცინცაძე, ნინო ჯიჯავაძე
რედაქტორი: თამთა კუხალეიშვილი
ლექსიკონში წარმოდგენილია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები და ცნებები. იგი განკუთვნილია ადრეული განათლების სპეციალისტებისთვის, ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსებისთვის, ადრეული საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისათვის, ადრეული ასაკის ბავშვთა მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისა და ადრეული განათლების საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.
ლექსიკონში განმარტებები ადრეული ბავშვობისა და ადრეული განათლების კონტექსტის შესაბამისია, ზოგიერთ ტერმინი შესაძლებელია სხვა კონტექსტში განსხვავებული მნიშვნელობით იხმარებოდეს.
პუბლიკაცია მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებები არაა აუცილებელი ასახავდეს ნორვეგიის მთავრობის ან გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს.