ახალი ჟურნალები მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით
გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სამი მაღალ იმფაქტ-ფაქტორიანი სამეცნიერო ჟურნალი ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით:
- International Journal for Language and Communication Disorders – 1966 წლიდან გამოიცემა მსოფლიოში აღიარებული გამომცემლობის Wiley მიერ და წარმოადგენს ბრიტანეთის ენისა და მეტყველების თერაპევტების სამეფო კოლეჯის ოფიციალურ ჟურნალს. 2018 წლის მონაცემებით მისი იმპაქტ-ფაქტორი არის 1.504;
- Journal of Speech, Language and hearing Research – გამოიცემა მეტყველების, ენისა და სმენის ამერიკული ასოციაციის (American Speech-Language-Hearing Association)მეირ 1937 წლიდან. მისი იმპაქტ-ფაქტორი არის 1,749;
- American Journal for Speech-Language Pathology – გამოიცემა მეტყველების, ენისა და სმენის ამერიკული ასოციაციის (American Speech-Language-Hearing Association)მეირ 1936 წლიდან, იმპაქტ-ფაქტორით – 1,321.
სტატიების სანახავად მიჰყევით ბმულს და ჩამონათვალში მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ჟურნალი.
აღნიშნულ ჟურნალებზე წვდომა უზრუნველყოფილია ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განთვითარების პროექტის „Assisting Better Communication” ფარგლებში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: librarian@iliauni.edu.ge.