დამატებითი ინფორმაცია:
კოლუმბიის უნივერსიტეტის ატომური მეცნიერების პროფესორის, ჰერბერტ გოლდსტეინის (Herbert Goldstein, 1922-2005), კლასიკური მექანიკა, თავდაპირველად 1950 წელს გამოიცა და 30 წლის განმავლობაში ითვლებოდა სტანდარტულ სახელმძღვანელოდ ამ დარგში. 2005 წელს იგი გადაამუშავეს და ხელახლა გამოსცეს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩარლზ პულმა (Charles P. Poole Jr.) და ჩრდ. კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ საფკომ (John L. Safko). განსახილველი წიგნი წარმოადგენს ფიზიკოსის განათლებისათვის სრულიად აუცილებელ ნაშრომს. იგი საშუალებას აძლევს მკითხველს, დააკავშიროს ერთმანეთთან კლასიკური და თანამედროვე ფიზიკა, დაწვრილებით ეხება ნიუტონის და ანალიტიკურ მექანიკას, კლასიკურ ელექტრომაგნეტიზმს, ქაოსის თეორიასა და ფრაქტალებს, დ’ალემბერის წესს, ლაგრანჟის განტოლებებს, კორიოლისის ეფექტს, და მექანიკასთან დაკავშირებულ მრავალ სხვა საკითხს. გამოცემას ერთვის სავარჯიშოები, რომლებიც ეხმარება სტუდენტებს, განივითარონ კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით ფიზიკის ამოცანათა ამოხსნის უნარი. ქართული თარგმანი შეიცავს დედნის მხოლოდ 4 თავს.