Thomson Reuters: Journal Citation Report – 2015 წლის სამეცნიერო ჟურნალების ანალიზი
ძვირფასო ელექტრონული ბაზების მომხმარებლებო,
გაცნობებთ რომ, Thomson Reuters -ის სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაში (JCR) უკვე ხელმისაწვდომია 2015 წლის სამეცნიერო ჟურნალების ანალიზი, სადაც დეტალურად არის მოცემული მათი ბიბლიომეტრული მონაცემები (იმფაქტ-ფაქტორი, ციტირების მაჩვენებელი და სხვ.)
აღნიშნულის სანახავად, გახსენით ბმული, ჩამონათვალში მოძებნეთ ISI Web of Knowledge – Journal Citation Reports, დააკლიკეთ „წვდომა უნივერსიტეტიდან“ ან „წვდომა უნივერსიტეტის მიღმა“, იმის შესაბამისად თუ სად იმყოფებით.
- მას შემდეგ რაც გახსნით ელექტრონულ ბაზას, მარცხენა მხარეს მდებარე მენიუ საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ჟურნალი, მისი დასახელების მითითებით.
- ჟურნალების მოძებნა ასევე შესაძლებელია, ერთი კონკრეტული დარგის, გამომცემლის, ან ქვეყნის მიხედვით.
- მაგალითად, კატეგორიაში ავირჩიოთ ანთროპოლოგია (Anthropology), ხოლო წელში მოვნიშნოთ 2015 , შემდეგ სულ ქვევით დავაკლიკოთ submit
- შედეგად სისტემა გვანახებს ჩამონათვალს, სადაც ჟურნალის დასახელების გასწვრივ შესაბამისი მონაცემებია დატანილი.
- სიის დალაგება შესაძლებელია იმპაქტ-ფაქტორის მიხედვით, როგორც ზრდადობით ასევე კლებადობით. ასევე შესაძლებელია სიის გადმოწერა, ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემული download ფუნქციით.
- ჟურნალის დასახელებაზე დაკლიკებით, შეგვიძლია კონკრეტული ჟურნალის ბიბლიომეტრული მონაცემების დაწვრილებითი ანალიზის ნახვა.
შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 წლიდან Thomson Reuters (WOS, JCR) ერთადერთი ავტორიზებული მომხმარებელია საქართველოში.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები წარმატებული, სანდო კვლევების ჩასატარებლად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ,