Bentham Sciences – საცდელი ვადით
სამეცნიერო ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
2016 წლის 22 თებერვლიდან 20 მაისის ჩათვლით, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო საგამომცემლო კომპანიის BenthamSciences სამეცნიერო ჟურნალები.
Bentham Sciences აერთიანებს მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებს შემდეგი დარგში: მედიცინა, ფსიქიატრია, ფარმაცია, ბიოქიმია, იმუნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა, ნანოტექნოლოგიები, საინჟინრო მეცნიერებები, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია 2014-2015 წლებში გამოცემული სტატიების სრული ვერსიები.
სტატიების სანახავად მიყევით ბმულს, ვებ-გვერდის საშუალებით სასურველი რესურსი შეგიძლიათ მოძებნოთ ჟურნალის დასახელების ან მიმართულების მიხედვით.
Bentham Sciences ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.