Thomson Reuters -ის ბაზაში სიახლეა
ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ რომ, Thomson Reuters -ის სამეცნიერო ელექტრონულ ბაზას (WOS) მიმდინარე წლის აგვისტოში დაემატა 2014 წლის სამეცნიერო ჟურნალების ანალიზი, სადაც დეტალურად არის მოცემული კონკრეტული ჟურნალების ბიბლიომეტრული მონაცემები (იმფაქტ-ფაქტორი, ციტირების მაჩვენებელი და სხვ.)
ამ ინფორმაციის სანახავად, გახსენით ბმული, ჩამონათვალში მოძებნეთ Thomson Reuters, დააკლიკეთ „წვდომა უნივერსიტეტიდან“ ან „წვდომა უნივერსიტეტის მიღმა“, იმის შესაბამისად თუ სად იმყოფებით. გახსოვდეთ, მეორე შემთხვევაში აუცილებელია იმავე ბრაუზერში გახსნილი გქონდეთ ილიაუნის კორპორატიული მეილი.
- მას შემდეგ რაც გახსნით ელექტრონულ ბაზას, ზედა მენიუში (შავი ფერით) მოძებნეთ Jurnal Citation Repor
t და დააკლიკეთ მას - გახსნილი გვერდი გვთავაზობს ორ ალტერნატივას, პირველი არის JSR Science Edition, მეორე JSR Social Science Edition, გვერდით ავტომატურად მონიშნულია უახლესი 2014 წლის ინფორმაცია
- გვერდით მდებარე მენიუ საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რეზულტატის სასურველი ფორმა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ჟურნალი, მოძებნოთ ერთი კონკრეტული დასახელება ან დააჯგუფოთ ისინი ქვეყნის, გამომცემელის და მიმართულების მიხედვით
- მაგალითად, მოვნიშნოთ JSR Social Science Edition 2014, გვერდით მენიუში კი View a Group of Journals by Subject Category, შემდეგ დავაკლიკოთ submit
- შემდეგ ეტაპზე სისტემა საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი მიმართულება, მაგალითად მოვნიშნოთAnthropology
- შემდეგ მოვნიშნოთ View Journal Data by Impact Factor (თუმცა სხვა არჩევანიც არის, შეგვიძლია ჟურნალების რანჟირება გავაკეთოთ ჟურნალების დასახელების, ციტირების რაოდენობის, ეიგენფაქტორის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით)
- შედეგად სისტემა გვანახებს ჩამონათვალს, სადაც ჟურნალის დასახელების გასწვრივ არის მონაცემები დატანილი
- ჟურნალის დასახელებაზე დაკლიკებით, შეგვიძლია კონკრეტული ჟურნალის ბიბლიომეტრული მონაცემების დაწვრილებითი ანალიზის ნახვა.
შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის Thomson Reuters (WOS) ერთადერთი ავტორიზებული მომხმარებელისაქართველოში.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები წარმატებული, სანდო კვლევების ჩასატარებლად.