Nature Publishing Group-ის ელექტრონული ბაზა
განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საერთაშორისო საგამომცემლო კომპანიის Nature Publishing Group-ის ელექტრონული ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის 19 ივნისამდე.
Nature Publishing Group – გამოსცემს მსოფლიოში აღიარებულ ჟურნალებს (Nature; Nature Research Journals; Nature Reviews Journals;Scientific American), რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- მედიცინა
- მოლეკულური ბიოლოგია
- ფიზიკა
- იმუნოლოგია
- ნეირომეცნიერებები
- ქიმია
- გენეტიკა
- ნანოტექნოლოგია
- გეომეცნიერებები
ჟურნალების/სტატიების სრული ტექსტების სანახავად მიყევით ბმულს, ვებ-გვერდის საშუალებით სასურველი რესურსი შეგიძლიათ მოძებნოთ საძიებო სიტყვის, ჟურნალის დასახელების, სტატიის სათაურის ან მიმართულების მიხედვით.
Nature Publishing Group ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.
გამოიყენეთ Nature Publishing Group -ის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.