დავით ტურაშვილი სტუმრად ილიას დარბაზში
22 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას დარბაზს (ილიაუნის E კორპუსის ბიბლიოთეკა) ესტუმრება და სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, დავით ტურაშვილი. შეხვედრა “პროკრედიტ ბანკის” ინიციატივით იმართება და მიზნად ისახავს სტუდენტებში თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის პოპულარიზაციას.
დრო: 22 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას დარბაზი (ილიაუნის E კორპუსის ბიბლიოთეკა, ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
შეხვედრა დასრულდება სასიამოვნო ფურშეტით.
გელით!