“How to write world class paper”
16 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა გაძლევთ შესაძლებლობას, დაესწროთ მსოფლიოში აღიარებული გამომცემლობის – “Elsevier” – ორგანიზებით გამართულ ტრენინგს – How to write world class paper. ტრენინგს გაუძღვება “Elsevier”-ის სამეცნიერო ჟურნალების გამომცემლობის ხელმძღვანელი, ევა ქითელ–პრეისი (Ms. Ewa Kittel-Prejs). ტრენინგი განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც გეგმავს სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებას. ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
- სამეცნიერო პუბლიკაციის არსი;
- სამეცნიერო ნაშრომის მომზადების ეტაპები;
- სამეცნიერო ჟურნალის/სტატიის გამოქვეყნების ციკლი;
- სამეცნიერო ენის გამოყენების აუცილებლობა.
ტრენინგზე დასწრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
დრო: 16 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია
სამუშაო ენა: ინგლისური